ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია რაჭის რამდენიმე სოფელი.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში, რომლებიც სტიქიის შედეგაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
წვიმამ მთლიანად დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის, განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.