20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
გიორგი ღვინიაშვილი მთავრობას მოუწოდებს დაზარალებულ გლეხებს შხამქიმიკატები დაურიგოს

ნაციონალური მოძრაობა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ვენახის გადასარჩენად ხელისუფლებას რჩევას აძლევს.

გიორგი ღვინიაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დაზარალებულ გლეხებს შხამქიმიკატები დაურიგოს.

ღვინიაშვილის თქმით, ვაზის გადასარჩენად აუცილებელია უახლოეს საათებში მისი სპეციალური დამუშავება.

ამ თემაზე განცხადება დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაკეთდა.

„გაუგებარი ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა, რომელიც არ იყენებს წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას  უფასოდ ურიგდებოდა შხამ-ქიმიკატები და სხვა საშუალებები, რათა გადარჩენილიყო ვაზი.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოსახლეობას დაუდგეს გვერდით და ასეთი საშუალებები შეიტანოს იქ, რათა ელემენტარულად გადარჩეს ვაზი და მთლიანად არ განადგურდეს,“ - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

 
დღის ამბები