20 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაკეტილია

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაკეტილია. წვიმამ გზაზე მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

დეპარტამენტში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რამდენ დღეში გაიხსნება თუშეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა.

კახეთის გუბერნატორი კი გზის აღდგენას ხვალისთვის ვარაუდობს.

„დღის ბოლოსთვის გზა გაიწმინდება და 100-200 მეტრი დარჩება, სადაც პრაქტიკულად გზა აღარ არის და ახალი გზა იქნება გასაყვანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე გაკეთდეს საფეხმავლო გადმოსასვლელი, რომლითაც ტურისტებს შეეძლებათ, გადმოვიდნენ თუშეთიდან. რაც თავად გზას, ვფიქრობთ, რომ ხვალ დღის ბოლოსთვის გზა მთლიანად აღდგენილი იქნება,“ - აცხადებს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები