20 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სვანიძის ქუჩა სტიქიის ზონად გამოცხადდა - მოსახლეობას გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გააცნეს

სვანიძის ქუჩის ზონაში ადამიანის ცხოვრება აბსოლუტურად დაუშვებელია, - ეს დასკვნა გააცნეს დღეს სპეციალისტებმა ქუჩის მოსახლეობას.

დასკვნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.

რა სწერია დოკუმენტში, ამ დროისთვის ჯერ უცნობია. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ როგორც მათ უთხრეს, მდინარე ვერედან  4 მეტრის მანძილზე ცხოვრება შეუძლებელია, 4 მეტრის შემდეგ კი ცხოვრება ნებადართული იქნება და აქ მდებარე შენობების რეაბილიტაცია მოხდება. 

ამ დროისთვის 13 ივნისის სტიქიის დროს დატბორილ ტერიტორიაზე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.

შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აქ მომავალში ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა აშენდება.

 
დღის ამბები