20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის დაფინანსებაზე აჟიოტაჟი არ წყდება

არქეოლოგ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, აღმოჩენის დაკონსერვება არა უსახსრობის, არამედ მისი გადარჩენის მიზნით მოხდა. თუმცა, მეცნიერი აქვე განმარტავს, რომ სამუშაოების გასაგრძელებლად შესაბამისი პირობები ჯერ არ არის შექმნილი და ამისათვის დაფინანსებაა საჭირო.

ლიჩელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და კულტურის სამინისტროსთან ამ დაფინანსების თაობაზე და სავარაუდოდ გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები