დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი სტიქიამ დაანგრია. რაჭაში ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო გარესამყაროს რამდენიმე სოფელი მოწყდა. დაზიანდა შიდა საავტომობილო გზებიც.
სტიქიის შედეგად დაზარალდა ონის რაიონიც, სადაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა 25 სახლს სახურავი გადახადა.
ხეების დაცემის შედეგად დაზიანდა ონის საბავშვო ბაღის სახურავი და ღობე.
რაჭაში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის შესაბამისი კომისია. მხოლოდ ონის რაიონში ზარალის ოდენობა 900 ათასი ლარია.
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ავტორი: თათია ხორბალაძე