სახლში დაბრუნებას სატვირთო მანქანების მძღოლები უკვე რამდენიმე დღეა, ვერ ახერხებენ. ისინი დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან არიან გაჩერებული და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ აქვთ.
მძღოლებს აღარ აქვთ საკმარისი საკვები და სასმელი წყალი. ისინი ვერც იმის გარკვევას ახერხებენ, რატომ ვერ აგრძელებენ მოძრაობას. ისინი ღამეებს ავტომობილებში ატარებენ.
ტრაილერების რიგი სოფელ ვარდისუბანთან რამდენიმე კილომეტრსაც კი აღწევს. მომლოდინე მანქანებს დარიალის პუნქტთან ახლოს არ აჩერებენ მდინარე დევდორაკის ხეობაში არსებული მეწყრის საფრთხის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საზღვარზე მანქანების რაოდენობის ზრდა საკურორტო სეზონის დასრულებას უკავშირდება და მათი გადაადგილება საქართველოს მხრიდან სრულიად შეუფერხებლად ხდება.
საზღვარზე გართულებულ მოძრაობას მძღოლები საბაჟოს რუსულ მხარეს უკავშირებენ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი