რაჭაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები. სპეციალისტები რეგიონში არსებული უნიკალური ვაზის ჯიშების მდგომარეობას სწავლობენ.
წინასწარი ინფორმაციით უნიკალური ჯიშის ვენახებში მდგომარეობა ნორმალურია.
უკვე ცნობილია ისიც, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალს სახელმწიფო იმ გლეხებს აუნაზღაურებს, რომლებმაც ვაზები დააზღვიეს.
სტიქიამ ძირითადად ცაგერის რაიონში გაშენებული ვაზები დააზიანა.