ვერეს ხეობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დღეს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
დაახლოებით 15 მილიონი ლარის ფარგლებში სტიქიის ზონაში, ექვს გვირაბს რეაბილიტაცია უტარდება, ერთის ნაცვლად კი, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდი შენდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები ბლექ სი გრუპი და კავკასუს როუდ პროჯექტი აწარმოებენ.
ფოტო: თბილისის მერიის facebook-ის ოფიციალური გვერდი.