საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები გრაკლიანის ექსპედიციიდან ვახტანგ ლიჩელის ჩამოცილებას ითხოვენ.
მათი თქმით, პროფესორს აკადემიურ წრეებში არ ენდობიან, რადგან მას საეჭვო ურთიერთობები აქვს კერძო კომპანიებთან, მათ შორის RMG GOLD-თან, რომელმაც საყდრისის საბადო ააფეთქა.
კომიტეტის წევრების თქმით, ვახტანგ ლიჩელი საერთაშორისო ფონდების მიერაც შავ სიაშია შეყვანილი.
საპასუხო კომენტარს არ აკეთებს თავად პროფესორი ლიჩელი. კერძო საუბრისას კი განმარტავს, რომ მას მხოლოდ სამეცნიერო ინტერესები აქვს. კომენტარისგან თავს იკავებს კულტურის სამინისტროც.