ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართა თბილისში, მთაწმინდის პარკში.
აქცია დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებულია და ის ყოველკვირეული იქნება.
ორგანიზატორები ყოველი აქციის ფარგლებში 15-მდე ლეკვის გაჩუქებას გეგმავენ.
პროექტის მიზანი მუნიციპალურ თავშესაფრებში უპატრონო ლეკვების რაოდენობის შემცირებაა.