ავიაკატასტროფა შვეიცარიაში. შემთხვევა ქალაქ დიტინგენში მოხდა. ავიაშოუს დროს ერთმანეთს ორი მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. ერთ–ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა, მეორე კი კატასტროფას ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ორივე თვითმფრინავი გერმანულ კლუბს ეკუთვნოდა.