20 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"სი თი პარკის" თანამშრომლებმა საჯარიმოზე ავტომობილი მასში მყოფი ბავშვით გადაიყვანეს

სი-თი პარკმა საჯარიმო სადგომზე ევაკუატორით გადაიყვანა მანქანა, რომელშიც ბავშვს ეძინა. 11 წლის ბიჭს ეს მოგზაურობა არც უგრძვნია. ის მხოლოდ საჯარიმო ავტოსადგომზე გამოფხიზლდა.

პოლიციამ ბავშვი უვნებელი ჩააბარა მშობლებს, რომლებმაც ის მანქანაში მძინარე დატოვეს. 

შემთხვევა, რომელსაც სი თი პარკის სამი თანამშრომლის დაკავება მოჰყვა, გუშინ აგლაძის ქუჩაზე მოხდა.

დღის მეორე ნახევარში კომპანიის თანამშრომლებმა ქუჩიდან პარკირების წესების დარღვევით მდგარი ტოიოტას მარკის ავტომობილი წაიყვანეს.

სი თი პარკის ავტოსადგომზე მისულებმა კი მანქანაში მძინარე არასრულწოლვანი აღმოაჩინეს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით მომხდარი მათ საპატრულო პოლიციას თავად შეატყობინეს.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი თანამშრომლები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავეს.

ბრალის ფორმულირება გაუგებარია დაცვის მხარისთვისაც. დაკავებულების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დანაშაულის დამტკიცებას ვერ შეძლებს. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული.

საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინიტრო აწარმოებს. 

ავტორი:  მარიამ გაფრინდაშვილი 

 
დღის ამბები