20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
მავნებელი პეპელა კოლხურ ბზას განადგურებით ემუქრება

უნიკალურ კოლხურ ბზას განადგურება ემუქრება. აჭარასა და სამეგრელოში მავნებელი პეპელა ალურა  ბზას ემუქრება. მწერი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მისი განსახლების შემდეგ მცენარე დეფლორაციასა და ხმობას იწყებს.

კრიტიკური ვითარებაა დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში, სადაც ბზა თითქმის სრულიად განადგურებულია. ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ, მწერი ალურა ჯანსაღ მცენარეებს არ უჩნდება და ბზები აქამდეც უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია სენში აცხადებენ, რომ თუ უმოკლეს დროში სრული ტერიტორიის ორგანიზებული შეწამლვა არ მოხდა და სპეციალური საგანგებო რეჟიმი არ ამოქმედდა, ნებისმიერი ქმედება უკვე არაეფექტური იქნება.

სასწრაფო რეაგირებისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ გარემოს დაცვის სამინისტროშიც.

ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ამტკიცებს, რომ პრობლების აღმოსაფხვრელად ბზისა და ნიადაგის ნიმუშები უკვე გაგზავნილია ევროპულ ლაბორატორიებში შესასწავლად.

ავტორი:სალომე ომსარაშვილი

 

 

 
დღის ამბები