რამდენიმე წუთის წინ მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ცხედრის სქესი და ვინაობა.
შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა, ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ სპეციალური პროცედურები უკვე დასრულებულია და ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.