20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი თბილისში

სააკაძის მოედანი დრიფტის მოყვარულებს დაეთმოთ. შეჯიბრება მოყვარულ და პროფესიონალ ავტომრბოლელების მონაწილეობით გაიმართა.

ორგანიზატორთა მთავარი ამოცანა სახიფათო მანევრებისა და ქუჩის დრიფტის რეალური საფრთხის წარმოჩენა და დრიფტის როგორც სპორტის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია იყო.

დრიფტის ჩემპიონატს სააკაძის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი მაყურებელი დაესწრო. რბოლებს შორის ბაიკერების შესრულებით გაიმართა სპეციალურად ამ ტურნირისთვის მომზადებული ნომრები და ავტოსპორტის მოყვარულები დადგმულმა შოუმ კმაყოფილი დატოვა.

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მომდევნო ორი ეტაპი ოქტომბერში და ნოემბერში რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

 
დღის ამბები