იაპონიის სამხრეთ ნაწილს ტაიფუნი სახელად გონი დაატყდა. ამ დროისთვის ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შტორმმა იაპონიაში ფილიპიდებიდან გადაინაცვლა, სადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. იაპონიაში გადაიდო 100–ზე მეტი რეისი. ტაიფუნის გამო ზოგ ადგილზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 12 მეტრს მიაღწიოს. მის გაძლიერებას სინოპტიკოსები მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებიან.