20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
საპროტესტო აქცია გორის გამგეობასთან - საქაშეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

გორის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ საქაშეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ გაზი, სასმელი და სარწყავი წყალი, ხოლო ელექტროენერგია ძალიან დაბალი ძაბვით მიეწოდებათ.

მოსახლეობის თქმით, ასევე არ მომხდარა სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რასაც ისინი წლებია ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა, რომელიც მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. 

 
დღის ამბები