20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ჭუბერის მოსახლეობამ გზა გადაკეტა-აქციის მონაწილეები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში სვანეთში, სოფელ ჭუბერთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური გზა ქვებით ჩახერგა და გადაკეტა.

აქციის შედეგად გზაზე საცობი წარმოიქმნა, ჩახერგილი მანქანების უმეტესობა ტურისტებს ეკუთვნის.  

აქციის მონაწილეები  ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მიცემას ითხოვენ.  მათი თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ მისულან, თუმცა დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.  

ჭუბერის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების მაჟორიტარ დეპუტატთან და მესტიის გამგებელთან შეხვედრას ითხოვს. 

დღის ამბები