სემეკში ჯერ არ გადაუწყვეტიათ რამდენი თეთრით მოიმატებს თბილისში ელექტროენერგიის გადასახადი, თუმცა წინასწარი გათვლებით შესაძლოა ტარიფი 6 თეთრით გაიზარდოს.
თელასის მოთხოვნაზე, სამომხმარებლო ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით, კომისიამ წინასწარი სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა.
მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე კონკრეტულად ჯერ არ საუბრობენ, არასაპრალმეტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ელექტრონერგიის საფასური მნიშვნელოვნად მოიმატებს. 4 საათიანი საჯარო განხილვა ოპოზიციის წევრებმა უკმაყოფილოებმა დატოვეს.
ავტორი: ნათია მღებრიშვილი