20 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

ვლადიმერ გორგაძე სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. გორგაძე ყვება, რომ მისი კუთვნილი ხარები სოფელ გორელოვკაში რამდენიმე დღის წინ მოპარეს, მეორე დღეს კი დაკლული მეზობელ ფერმაში იპოვეს.

შემთხვევის შესახებ მან ნინოწმინდის პოლიციას იმავე დღეს შეატყობინა, თუმცა გორგაძის განცხადებით პოლიციამ დამნაშავის ნაცვლად ის თავად დააკავა.

გორგაძის განცხადებით მასთან ერთად სამართალდამცველებმა მისი შვილი და 2 სიძეც დააკავეს, რომლებსაც მისისივე თქმით პოლიცია ემუქრებოდა და აშანტაჟებდა.

ვლადიმერ გორგაძე ამტკიცებს, რომ პოლიციის უფროსი და მოადგილე მისი ოჯახის წევრებს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა.

პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს გორგაძის სიძეც ელდარ ვანაძე, რომელიც აცხადებს, რომ ნინოწმინდის პოლიციაში 8 საათის განმავლობაში იყო დაკავებული და მას სიტყვიერად და ფიზიკურად თავად პოლიციის უფროსი გაუსწორდა.

გორელოვკის მაცხოვრებლები აცახდებენ, რომ პირები ვინც ხარები მოიპარეს და დაკლეს ამავე სოფელში ცხოვრობენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მათ გამოძიება ხელს აფარებს.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 
დღის ამბები