20 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ავარია თბილისში - დაშავებულია სასწრაფო დახმარების 2 ექიმი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების 2 ექიმი დაშავდა.

უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და გაზგასამართი სადგურიდან გამომავალი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული ორი ექიმი კი მცირე ტრავმული დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.

 
დღის ამბები