20 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი შესაძლოა ჩამოინგრეს

იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი შესაძლოა ჩამოინგრეს. როგორც იუსტიციის სამინისტროში ამბობენ დაზიანებულია გადახურვის ერთი ე.წ. ფოთოლი. 

დაზიანებული ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე აიკრძალა. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ათი ათასობით ლარი დაჯდება. თანხის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. 

 

 

 

 
დღის ამბები