8 გარდაცვლილი და 3 დაკარგული მოქალაქე -ეს არის იმ სტიქიის შედეგი რომელიც წუხელ ღამით საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ართვინის პროვინციაში მოხდა. შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებელმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, წყლის ნაკადმა ორი შენობა მთლიანად დაანგრია.
სტიქიის ზონაში დილიდან ადგილობრივები სახლების დასუფთავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, რამდენიმე ქუჩაზე სახლების პირველი სართულები წყალმა დაფარა, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა. სოფელ იესილკოიში კი მეწყერი ჩამოწვა რის შედეგადაც მოძრაობა რამდენიმე საათის განვალობაში გადაკეტილი იყო.
სტიქია იყო ართვინის პროვინციის მიმდებარე სოფლებშიც, წყლის ნაკადმა გაჩერებული მანქანები წაიღო, მათ შორის სამარშრუტო ტაქსი ქართული სანომრე ნიშნებით, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის.
ავტორი:გიგლა თუმანიშვილი