20 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
დედაქალაქში გზის საფარის დაგების პროცესი ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის

გამსახურდიას გამზირზე გზის საფარის დაგება ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის. როგორც ადგილობრივები ყვებიან ქუჩაზე არა ერთი მოქალაქე დაშავებულა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გამსახურდიას გამზირზე შექმნილი მდგომარეობა შეისწავლეს და კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს შენიშვნა მისცეს, თუმცა გამსახურდიას გამზირის გარდა მსგავსი სურათი არის ბახტრიონზეც და კოსტავას ქუჩაზეც. დამცავი ლენტები გაბმული არსად არ არის.

გამსახურდიას გამზირზე სამუშაოებს კომპანია ქსელმშენი 2008 ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ შენიშვნა არ  დაუმსახურებიათ და მოქალაქეების უსაფრთხოებაზეც შეძლებისდაგვარად ზრუნავენ, თუმცა უსაფრთხოების ლენტები და გადაადგილების ამკრძალავი ნიშნები ადგილზე მხოლოდ ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ დადგეს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებისას მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევენ. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

ავტორი: ეკა გაგუა.

 
დღის ამბები