დაპირების მიუხედავად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი თბილისის სტიქიის ზონებთან დაკავშირებით ჯერ ისევ არ გასაჯაროვებულა. ამ დასკვნის შინაარსი, მხოლოდ იმ უწყებათშორისი კომისიის წევრებმა იციან, რომლებაც ეს დოკუმენტი დღეს დაამტკიცეს.
ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სტიქიის ტერიტორია საცხოვრებლად საშიშ და დატბორვის ზონებად დაიყო და ამ რუკის მიხედვით მოხდება დაზარალებულთა კატეგორიების განსაზღვრაც.
გასაიდუმლოებული იყო უწყებათაშორისი კომისიის ის სხდომაც, სადაც სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა მომზადებული დოკუმენტი განიხილეს.
რატომ არ ასაჯაროვებს მერია დოკუმენტს უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია არც გარემოს დაცვის მინისტრს აქვს. გიგლა აგულაშვილი მხოლოდ იმას განმარტავს, რომ სპეციალისტებმა სტიქიის ზონები ორად დაყვეს.
მერიის წარმომადგენლებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი ორი დღის წინ სვანიძის ქუჩის მხოლოდ რამდენიმე მაცხოვრებელს გააცნეს. შევხედრა, რომელიც ერთ-ერთი დაზრალებულის სახლში შედგა, მერიის პრეს-სამსახურმა გადაიღო და გაავრცელა.
ავტორი: ეკო მაღრაძე