დღეს საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის ქუჩები დატბორა. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები. სამაშველო სამსახურს ზოგიერთ ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა უწევთ.
ძლიერი წვიმის გამო შესაბამისი უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. ამ წუთებში კი ქალაქის მერიაში იკრიბებიან, სადაც შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა მოხდება.
წვიმის შედეგად ბათუმისთვის მიყენებული ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება.