02 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ბათუმის სამაშველო სამსახურის დასახმარებლად ბრიგადები თბილისიდან გაგზავნეს [video]

ბათუმში სტიქიას ებრძვიან. ადგილობრივი სამაშველოების დასახმარებლად ბრიგადები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდანაც წავიდნენ.

თბილისიდან ბათუმში მაშველების 4 ეკიპაჟი, ქუთაისიდან 2 და სამეგრელოდან 3 მანქანა უკვე გზაში არიან.   

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმის რამდენიმე ქუჩა სრულად დატბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევარდა. 

ამ დროისთვის საგანგებო თათბირი მიმდინარეობს ქალაქის მერიაში. შესაბამისი სამსახურები კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. 

ვიდეო ჭავჭავაძის ქუჩაზეა გადაღებული, რომელიც სოციალური ქსელით მოგვაწოდეს.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები