ბათუმის გარდა ძლიერი წვიმაა ფოთშიც. არსებული ინფორმაციით ქალაქის რამდენიმე უბანში წყალდიდობაა, მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო დაგროვილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შევარდა. დატბორილია ცენტრალური ქუჩები.
ამის შესახებ ფოთიდან რუსთავი 2-ის კორესპონდენტი იუწყება, რომელიც სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ფოტო: არქივი