20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
სტიქია ბათუმში - სამაშველო სამსახურს დახმარებისთვის ათობით ოჯახმა მიმართა

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დატბორვის შესახებ 280-მდე შეტყობინება შევიდა.

ძლიერის წვიმის შედეგად ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სახლებში შევარდნილმა წყალმა მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანა.

ყველაზე რთული ვითარება ჭაობის დასახლებაში შეიქმნა, სადაც მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

რაც შეეხება სანაპირო ზოლს, ზღვაზე ისევ 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები