უხვმა ნალექმა ბათუმში ავტოსადგურის ტერიტორიაც დატბორა. წყალი მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სხვადასხვა ობიექტებშიც შევარდა.
წინასწარი ინფრომაციით, სტიქიამ ინვენტარი გაანადგურა.
რა ზარალი მიადგა სავაჭრო ობიექტებს წუხანდელი კოკისპირული წვიმის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
კახაბრის უბანში რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა. ცენტრალური მაგისტრალი იყო გადაკეთილი სარფის მიმართულებითაც.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე კი უხვმა ნალექმა სახლს საძირკველი გამოაცალა, მოხდა ოჯახის ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.