20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
სტიქია ბათუმში - მერიაში საგანგებო შეხვედრა ამ წუთებში იმართება

ამ წუთებში ბათუმში საგანგებო შტაბის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქის მერი ხელმძღვანელობს.

წინა სხდომა კი ღამის ოთხ საათზე გაიმართა, სადაც მერმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი ერმაკოვის თქმით, ცენტრალურ ქუჩებზე დატბორვის საფრთხე აღარ არსებობს და სტიქიის კერად ე.წ. ჭაობის დასახლება რჩება.

მერმა ქალაქის ქუჩების დატბორვის მიზეზად უხვ ნალექთან ერთად წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა დაასახელა.

ბათუმის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში დარეკვა შეუძლია.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები