ბათუმში დილიდან გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. თითქმის ოცდაოთხსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქალაქის პარალიზება გამოიწვია. დატბორილია ბათუმის დიდი ნაწილი.
ქალაქისთვის მიყენებული ზარალის დათვლა დღესვე უნდა დაიწყოს. სპეციალურ კომისიას საბოლოო მონაცემები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ექნება.
მანამდე კი ადგილორივი მოსახლოების ნაწილი მათ სახლებში შესული წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობს.
მათი თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა მათთან გამოძახებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.