20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ლარი გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებლებს ხსნის

ლარი გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებლებს ხნის. არსებობის ისტორიაში საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.41-ია დოლართან მიმართებაში. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულებად 2.43 ლარიდან 2.49 ლარამდე განისაზღვრება.

გუშინდელთან შედარებით ერთი ლარის კურსი კომერციულ ბანკებში შემცირდა. თუ გუშინ თიბისი, საქართველოს ბანკი, ფინკა და სხვა ბანკები ერთ დოლარს 2.44 ლარად ყიდიდნენ, დღეს აღნიშნული მონაცემი 2.43-მდე შემცირდა.  

სავალუტო ჯიხურებში კი პირიქით. ერთი დოლარი ზოგიერთ გადამცვლელ ჯიხურში 2.49 ლარია. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები