სტიქიაა სამეგრელოშიც. ფოთის მიმდებარე სოფლების ნაწილი დაიტბორა. განსაკუთრებული ზიანი ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მაცხოვრებლებს მიადგათ, სადაც დატბორილია ქუჩები, ეზოები, სახნავ სათესი მიწები.
ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და კომპენსაციას ითხოვენ.
მათივე მტკიცებით, წყალდიდობის მიზეზი სანიაღვრე არხების გაუწმენდაობამ გამოიწვია.
სოფელში იმასაც ამბობენ, რომ განადგურებულია მოსავალი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დახოცილია შინაური მფრინველიც.