2015 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
საშემოდგომო გაწვევის პერიოდში სულ 3 348 წვევამდელის გაწვევა მოხდება.
სავალდებულო სამხედროსამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითეთებულ ვადაში გამოცხადდეს.
შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებები უკვე მიმდინარეობს.