20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ალი და ნინოს ავტორი მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ იყო

ალი და ნინოს ავტორი თამარ კვესიტაძე დღეს ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება კურიერთან თავად კვესიტაძემ გაკეთა და თქვა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან ამ თემაზე ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტულად არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა. კვესიტაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს შეთავაზებული ადგილი მისთვის მიუღებელი იყო. 

"რამდენიმე თვის წინ სატელეფონო საუბრისას შემომთავაზეს სხვაგან გადატანა, მითხრეს, რომ იქნებოდა ისევ ბულვარში, ოღონდ  ეშმაკის ბორბალის გვერდით. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი. მაშინ მითხრეს, რომ ამ ადგილას არსებობდა საფრთხე - კერძოდ ქანდაკებას წყალი საძირკველს გამოაცლიდა, ამიტომ ჩემი პოზიცია იყო ასეთი - თუ კი ის ადგილი საშიშია და შესაძლოა ქანდაკება წყალმა წაიღოს უკეთესია რომ გადაიტანონ. ოღონდ არა ეშმაკის ბორბალთან,“ - განაცხადა თამარ კვესიტაძემ.

მონუმენტის ავტორის თქმით 5 ივლისს გამოცხადებული ტენდერის შესახებ მან არაფერი იცოდა. მისთვის შესაბამის უწყებებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

 
დღის ამბები