20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ალი და ნინოს ავტორი მონუმენტის გადატანაში გერმანელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდა

ალი და ნინოს ავტორი მონუმენტის გადატანაში გერმანელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდა. როგორც კურიერთან თამარ კვესიტაძე ამბობს, მან ამ თემაზე ისაუბრა კიდეც იმ სპეციალისტებთან რომლებმაც დაამონტაჟეს მონუმენტი, თუმცა კვესიტაძე ვარაუდობს, რომ გერმანელების მიერ მოთხოვნილი თანხა ხელისუფლებას ეძვირა.

„ეს ნამუშევარი დამონტაჟებული არის გერმანელების მიერ. მე შევთავაზე, რომ გერმანელებს დაუკავშირდეთ, თავად გერმანელებსაც კი ველაპარაკე, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ძეგლის გადატანის საჭიროება და მათ დაასახელეს თანხა. ალბათ მათი დასახელებული თანხა ძვირი იყო და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ძეგლის  გადატანა რთულია, მაგრამ მითხრეს, რომ შევძლებთო. საერთოდ ვფიქრობ ვისი დამონტაჟებულიც არის სასურველია იმ ჯგუფმა გადაიტანოს,“ - განაცხადა თამარ კვესიტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საუბარი ძეგლის გადატანაზე თამარ კვესიტაძესთან რამდენიმე თვის წინ შედგა, რაც შეეხება დღევანდელ აფქტს, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და ინფორმაცია პირველად რუსთავი 2-სგან შეიტყო. 
 
ალი და ნინოს ძეგლი გადატანის დროს დაზიანდა. როგორც ცნობილია დაზიანდა ნინოს ქანდაკება.
ამავე თემაზე
დღის ამბები