20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
„ხელისუფლებაში მყოფმა ველურებმა მოძებნეს დრო იმისათვის, რომ დაემტვრიათ ალი და ნინოს ქანდაკება"-ნუგზარ წიკლაური

"ამ ხელისუფლების კულტურული სახე არის ერმაკოვის ბუტკები"  - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკების დაზიანების ფაქტი. მისი განცხადებით მომხდარი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან წინა ხელისუფლების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

„ხელისუფლებაში მყოფმა ველურებმა მოძებნეს დრო იმისათვის, რომ დაემტვრიათ განახლებული ბათუმის უმშვენიერესი სიმბოლო - ალი და ნინოს ქანდაკება. ერთი ადამიანის სულიერი სიმდაბლისა და პირადი ბოღმის გამო ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს რაც საქართველოს წინსვლას და საქართველოს განვითარებას უკავშირდება. ებრძვის ახალციხის რაბათს, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და კიდევ მრავალ შენობას, რომელიც აშენებული არის სწორედ ამ პერიოდში. მიგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლების კულტურული სახე არის ერმაკოვის ბუტკები და ჩაზნექილი სკამები,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა გია ბარამიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების აზროვნება "თალიბანს და ISIS-ის აზროვნებას" აგონებს.

"ერთის მხრივ ან საერთოდ უსაქმურობენ ან თუ ხელს გაანძრევენ საერთოდ აფუჭებენ,"-აცხადებს ბარამიძე. 

ნაციონალურ მოძრაობაში ძეგლის აღდგენას ითხოვენ და ამ საკითხზე აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები