ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის საინვესტიციო ჯგუფი ხელისფულებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
იაკობაშვილის სამართლებრივმა წარმოამდგენელმა, ქეთევან ქვარცხავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობას მოუწოდა, რომ ბიზნესმენის კომპანიებში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებები დროულად დასრულდეს და გამჭვირვალედ წარიმართოს.
მოცემული მომენტისთვის ჯგუფის ყველა კომპანიაში, მათ შორის სამორინე აჭარაში და სარეკლამო კომპანია აუთდორ ჯი-ში ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურია შესული.
"ბოლო ორი წელია იაკობაშვილის კომპანიების უმეტესობაში საგამოძიებო მოქმედებები და შემოწმებები ხდება. ამ კომპანიებს საერთო აქვთ მხოლოდ ის, რომ დამფუძნებელი ჰყავთ ერთი. მივმართავთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ეს კომპანიები მზად არიან ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება,"- აცხადებს ქეთევან ქვარცხავა.
ამ დროისთვის კი სამორინე აჭარაში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. სამორინე 19 აგვისტოს შემდეგ არ ფუნქციონირებს.
ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის საკუთრებაშია კომპანია აუთდორ ჯი-ც, რომლის დოკუმენტაციას უკვე რამდენიმე თვეა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები სწავლობენ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.