20 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ბათუმში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა წვიმამ ბათუმში 26 მაისის ქუჩა ყველაზე მეტად დააზარალა. ადგილობრივებმა მთელი ღამე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სახლის მეორე სართულზე გაატარეს. დატბორილია სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. სარდაფებში და ეზოებში კი ამ დრომდე წყალი დგას.

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა ე.წ. ჭაობის დასახლებაშიც. სახლებში შევარდნილმა წყალმა მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები დაუზიანა. მაშველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა ადგილობრივების ნაწილს წყლის ამოტუმბვა საკუთარი ძალებით მოუწია.

ცენტრალური ქუჩების გარდა პრობლემები იყო ზღვის სანაპიროზეც, სადაც 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა.

26 მაისის ქუჩის გარდა ბათუმში წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლები აეროპორტის დასახლებაში. უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

ქალაქის მერი არც მოსახლეობასთან გამოჩენილა, მედიასთან კი მომხდარის შეფასება დღის ბოლოს ბრიფინგზე გააკეთა. ბათუმში ზარალს ითვლიან.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

 
დღის ამბები