20 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
წელს 28 ათასი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

28 ათასზე მეტ აბიტურიენტს დღეიდან სტუდენტის სტატუსი აქვს. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად წელს აბიტურიენტების 80 %-ზე მეტი ჩაირიცხა.

კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 11 ათასზე მეტმა სტუდენტმა ვერ გადალახა. სტატისტიკის მიხედვით, წელს შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი სტუდენტი დარჩა უნივერსიტეტების გარეთ.

ბოლო სამი წელია კი ჩაჭრილ აბიტურიენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტები თვლიან, რომ უარყოფითი შედეგი სკოლებში არსებულმა ვითარებამ შექმნა.

გამოცდების შედეგების სახელმწიფო დაფინანსებას წელს მხოლოდ 6 ათას 555 პირველკურსელი მიიღებს. უმაღლესმა სასწავლებლებმა საერთო ჯამში წელს 44 ათასი ვაკანტური ადგილი გამოიტანეს, აქედან 18 ათასი ისე თავისუფალი დარჩა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

 
დღის ამბები