20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაეშვა

C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაეშვა.

ფიბრო სკანი, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი აღჭურვილობაა C-ჰეპატიტის პროგრამაში მოსახვედრად, დღეიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალშია და შიდა ქართლის მასშტაბით პაციენტებს მოემსახურება. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატი ღვიძლის დაავადების ხარისხს მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს, რის შემდეგაც პაციენტები მკურნალობის კურსს მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით გაივლიან.

დღეს სპეციალური აპარატურა ჯანდაცვის მინისტრმა ჰოსპიტალს საზეიმო ვითარებაში გადასცა. 

 

დღის ამბები