ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ წუთებში ცეცხლის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, მისი ლიკვიდაცია ბოლომდე ვერ მოხდა.
ცეცხლი ერისთავის პირველ ნომერში, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში გაჩნდა და დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მთლიანად განადგურდა ლეიბების, რკინისა და ავეჯის სამი საამქრო.
შენობის საყრდენი კედელიც დაზიანდა და ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.
არსებობდა ცეცხლის სხვა საწყობებზე გავრცელების საფრთხეც. თუმცა, მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებული მოქალაქეების თქმით, მათ დიდი ზარალი მიიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი