თელასის სატარიფო განაცხადზე სემეკში მსჯელობა ისევ გრძელდება. დღევანდელ საჯარო სხდომაზე კომპანიის 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმაზე იმსჯელებენ.
ჯერ ისევ უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება დედაქალაქის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება.
ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი მოსაზრება აგვისტოს ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.