20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ისევ უცნობია

ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ ისევ უცნობია.

ქალაქის მერია ზარალის შესახებ ინფორმაციას 13 ტერიტორიული ორგანოდან ელოდება, რის შემდეგაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს.

კომისია დაადგენს, მუნიციპალიტეტი ვის გაუწევს დახმარებას  და ზარალი ოჯახებს რამდენით აუნაზღაურდებათ.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად  ჭაობის უბანის და 26 მაისის ქუჩის მცხოვრებლები დაზარალდნენ.

დაიტბორა ცენტრალური გზები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები