02 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ყოფილი კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გადაკეტილია

ყოფილი კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. იგეგმება შენობის ერთ-ერთი კედლის დემონტაჟი. 

სამაშველოს სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის შედეგად ქარხნის ერთ-ერთი საყრდენი კედელი დაზიანდა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, შესაძლოა, კედელი ჩამოიშალოს და ამიტომ ტერიტორიიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.

ადგილზე დილიდან მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. 

ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები