20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
თბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ

დილის 8 საათიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არ ლაგდება. აეროპორტის დამლაგებლები გაფიცულები არიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. 

პერსონალი თბილისის აეროპორტის კონტრაქტორმა ფირმამ დოქტარ როდგერმა დაიქირავა. გაფიცულებს სწორედ ამ კომპანიასთან აქვთ მოთხოვნები. 

გაფიცულები  დაზღვევას, კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას და ხელფასის მომატებას ითხოვენ. 

კურიერთან საუბრის დროს დამლაგებლები კომპანია დოქტარ როდგერის ხელმძღვანელს, ირინა ჭელიძეს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. 

როგორც ისინი აცხადებენ, როდესაც ჭელიძეს მათ მთხოვნები წარუდგინეს, ხელმძღვანელმა ისინი კაბინეტიდან გამოყარა და იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს 2 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. 

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში. მათ კომპანიას პრობლემის მოსაგვარებლად 3 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის გაუქმებას გეგმავენ. 

 
დღის ამბები