უბედური შემთხვევა ფოთში-12 წლის ბიჭს მაშველები ეძებენ. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ადგილობრივი მაშველების ჯგუფი მოზარდს ამ წუთებშიც ეძებს.
კურიერის კორესპონდენტის თქმით, ბავშვი ზღვაზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა. ზღვაზე ღელვა იყო, რა დროსაც ტალღებმა ორივე მოზარდი გაიტაცა. გოგონას გადარჩენა ნაპირზე მყოფებმა მოახერხეს, 12 წლის ბიჭი კი ამ დრომდე არ ჩანს.