საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება.
სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით,"-აღნიშნულია განცხადებაში.